Monday, November 3, 2014

თბილისობა - შემოდგომის დღესასწაული

                               სასწავლო პროექტის გეგმა მუსიკის საგანში

1. პროექტის სახელწოდება:  თბილისობა - შემოდგომის დღესასწაული
2. პროექტის მთავარი იდეა:  მოსწავლეები გაეცნობიან თბილისის ისტორიას, შეისწავლიან ლექსებსა და სიმღერებს თბილისზე, შეისწავლიან ქართულ ცეკვებს, დაესწრებიან თბილისობის დღესასწაულს და შექმნიან ფოტო მასალას, შესწავლილი მასალის მიხედვით დგამენ სპექტაკლს, თბილისობა -შემოდგომის დღესასწაული.
3. პროექტის აქტუალობა:  ბავშვები ნაკლებად იცნობენ საკუთარ დედაქალაქს, მის ისტორიას და კულტურას.
4. პროექტის მიზნები:  მოსწავლეებს გააცნოს დედაქალაქის ისტორია და კულტურა, შეასწავლოს ქალაქური მუსიკის ჰანგები, მოსწავლეებმა გამოავლინონ შეძენილი ცოდნა თბილისისა და თბილისობის შესახებ მათ მიერ დადგმულ სპექტაკლზე.
5. მონაწილეთა ასაკი:  III კლასის მოსწავლეები.
6. ვადები/ხანგრძლივობა:  1 თვე.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:  მოსწავლეები დადგამენ სპექტაკლს.(სპექტაკლის მსვლელობისას პროექტორით გაშუქდება მათ მიერ მოპოვებული ფოტო მასალა)
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:  მოძიებული ლიტერატურა, კომპიუტერი, ფოტოაპარატი, სპექტაკლისთვის საჭირო დეკორაცია.
9. პროექტის მსვლელობა: 
I .  მოსწავლეები მოიძიებენ: 1) თბილისის წარმოშობის ისტორიას, 2) ძველი თბილისის ისტორიულ და კულტურულ ძეგლებს.
II . მასწავლებელი ჯგუფების მიხედვით შეასწავლის მოსწავლეებს ლექსებს და სიმღერებს თბილისზე. ცეკვის მასწავლებელი შეასწავლის ქართულ ცეკვებს.
III . მთელი კლასი დაესწრება თბილისობის დღესასწაულს თბილისის ძველ უბნებში. მოსწავლეები მოინახულებენ ისტორიულ და კულტურულ ძეგლებს, შექმნიან ფოტო მასალას.
IV.  მოსწავლეები მოიპოვებენ სპექტაკლის დეკორაციისთვის საჭირო მასალას. დადგამენ სპექტაკლს, თბილისობა -შემოდგომის დღესასწაული. პროექტორით სპექტაკლის მანძილზე მოხდება თბილისობის დღესასწაულზე  გადაღებული ფოტო მასალის ჩვენება.

10.  საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მუს.მე-3.2. მოსწავლე მღერის მარტო და სხვებთან შეთანხმებულად.
მუს.მე-3.3. მოსწავლე მიმართავს გამოხატვის სხვადასხვა ფორმას გარკვეული განწყობილების გადმოსაცემად.
მუს.მე-3.4. მოსწავლე იმეორებს ზოგიერთი ცეკვის მარტივ ილეთებს.
მუს.მე-3.6. მოსწავლე ორგანიზებას უწევს საკუთარ სასწავლო საქმიანობას.
მუს.მე-3.7. გამომუშავებული აქვს ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევა.
მუს.მე-3.10. მონაწილეობს სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.
მუს.მე-3.13. მოსწავლე იცნობს ხელოვნების სხვადასხვა დარგს.

11.პროექტის ხელმძღვანელი:  ბელა ვეფხვაძე
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: vepkhvadzebella@gmail.com
13. პროექტის ვებ - გვერდი/ბლოგი:http://vepkhvadzebella.blogspot.com/


ბელა ვეფხვაძე

 ბელა ვეფხვაძე
 2013 წლის 4 თებერვლიდან ვმუშაობ 141- საჯარო სკოლაში მუსიკის მასწავლებლად. დამთავრებული მაქვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მაქვს მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი. მაქვს  კონცერტმეისტერის, გუნდის ხელმძღვანელის სტატუსი. საშუალოდ ვფლობ ინგლისურ ენას.