სასწავლო პროექტის გეგმა მუსიკის საგანში
2. პროექტის მთავარი
იდეა: მოსწავლეები
გაეცნობიან თბილისის ისტორიას, შეისწავლიან ლექსებსა და სიმღერებს თბილისზე, შეისწავლიან
ქართულ ცეკვებს, დაესწრებიან თბილისობის დღესასწაულს და შექმნიან ფოტო მასალას, შესწავლილი
მასალის მიხედვით დგამენ სპექტაკლს, თბილისობა -შემოდგომის დღესასწაული.
4. პროექტის მიზნები: მოსწავლეებს გააცნოს
დედაქალაქის ისტორია და კულტურა, შეასწავლოს ქალაქური მუსიკის ჰანგები, მოსწავლეებმა
გამოავლინონ შეძენილი ცოდნა თბილისისა და თბილისობის შესახებ მათ მიერ დადგმულ სპექტაკლზე.
5. მონაწილეთა
ასაკი: III კლასის
მოსწავლეები.
6. ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე.
7. მოსალოდნელი
შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები დადგამენ სპექტაკლს.(სპექტაკლის მსვლელობისას
პროექტორით გაშუქდება მათ მიერ მოპოვებული ფოტო მასალა)
8. პროექტისათვის
საჭირო ძირითადი რესურსები: მოძიებული ლიტერატურა, კომპიუტერი, ფოტოაპარატი,
სპექტაკლისთვის საჭირო დეკორაცია.
I . მოსწავლეები მოიძიებენ: 1) თბილისის წარმოშობის
ისტორიას, 2) ძველი თბილისის ისტორიულ და კულტურულ ძეგლებს.
II .
მასწავლებელი ჯგუფების მიხედვით შეასწავლის მოსწავლეებს ლექსებს და სიმღერებს თბილისზე.
ცეკვის მასწავლებელი შეასწავლის ქართულ ცეკვებს.
III . მთელი
კლასი დაესწრება თბილისობის დღესასწაულს თბილისის ძველ უბნებში. მოსწავლეები მოინახულებენ
ისტორიულ და კულტურულ ძეგლებს, შექმნიან ფოტო მასალას.
IV. მოსწავლეები მოიპოვებენ სპექტაკლის დეკორაციისთვის
საჭირო მასალას. დადგამენ სპექტაკლს, თბილისობა -შემოდგომის დღესასწაული. პროექტორით
სპექტაკლის მანძილზე მოხდება თბილისობის დღესასწაულზე გადაღებული ფოტო მასალის ჩვენება.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მუს.მე-3.2. მოსწავლე მღერის მარტო და სხვებთან შეთანხმებულად.
მუს.მე-3.3. მოსწავლე მიმართავს გამოხატვის სხვადასხვა
ფორმას გარკვეული განწყობილების გადმოსაცემად.
მუს.მე-3.6. მოსწავლე ორგანიზებას უწევს საკუთარ სასწავლო
საქმიანობას.
მუს.მე-3.7. გამომუშავებული აქვს ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევა.
მუს.მე-3.10. მონაწილეობს სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.
მუს.მე-3.13. მოსწავლე იცნობს ხელოვნების სხვადასხვა
დარგს.
11.პროექტის ხელმძღვანელი: ბელა ვეფხვაძე